LIVE

მურატოვის ნობელის პრემია რეკორდულ $103,5 მილიონად გაიყიდა

21 ივნ 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1000
მურატოვის ნობელის პრემია რეკორდულ $103,5 მილიონად გაიყიდა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია, რომელიც რუსმა ჟურნალისტმა დიმიტრი მურატოვმა უკრაინელი ბავშვებისთვის ფულის შესაგროვებლად აუქციონზე გაიტანა, $103,5 მილიონად გაიყიდა.

Heritage Auctions-ის სპიკერმა, რომელმაც გაყიდვის ორგანიზება მოახდინა, მყიდველის ვინაობა ვერ დაადასტურა, მაგრამ აღნიშნა, რომ გამარჯვებულმა პრიზი წარმომადგენლის საშუალებით იყიდა.

ამ დრომდე ნობელის პრემიის მედლისთვის ყველაზე მეტი 2014 წელს იყო გადახდილი, როდესაც ჯეიმს უოტსონმა, რომელმაც დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში მიიღო მონაწილეობა, პრიზი გაყიდა.

მურატოვმა, რომელმაც ოქროს მედალი 2021 წლის ოქტომბერში მიიღო, დამოუკიდებელი რუსული გაზეთის „ნოვაია გაზეტას“ შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ის გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო მარტში, როდესაც კრემლის ზეწოლის გამო გამოცემა დაიხურა.

ნობელის პრემიის აუქციონზე გატანა მურატოვის იდეა იყო. მან ასევე განაცხადა, რომ პრიზის თანმხლებ ჯილდოს $500,000-ს ასევე ქველმოქმედებას მოახმარდა.

მურატოვის თქმით, შემოსავალი პირდაპირ გადაეცემა UNICEF-ს, რათა დაეხმაროს უკრაინის ომის შედეგად დევნილ ბავშვებს. გაყიდვიდან რამდენიმე წუთში UNICEF-მა აუქციონის სახლს განუცხადა, რომ თანხები უკვე მიიღო.

მურატოვმა გასულ წელს ნობელის მშვიდობის პრემია ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესასთან გაიზიარა. ორივე ჟურნალისტი საკუთარ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების შესანარჩუნებლად გაწეული ძალისხმევისთვის დაჯილდოვდა.

23-კარატიანი 175 გრამი გამდნარი ოქრო, რომელსაც მურატოვის მედალი შეიცავდა, დაახლოებით $10 000-ის ღირებულებისაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია