LIVE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქარელში სასათბურე მეურნეობა გაშენდა

21 ივნ 202211:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 641
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქარელში სასათბურე მეურნეობა გაშენდა

საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ქარელში 2 სათბური მოეწყო. მცირე მეწარმეს ზაზა იკოშვილს სეზონის განმავლობაში 15 ტონამდე ბოსტნეული მოჰყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. 1 ჰექტარზე გაშენებული ორი სათბურის მშენებლობის ჯამური ბიუჯეტი 160 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 130 000 ლარს შეადგენს.

„საქართველოს ბანკის დახმარებით, ქარელში ორი სათბური ავაშენეთ, თუმცა გვაქვს მიმდინარე პროექტი, დამატებით კიდევ ერთი სათბურის მშენებლობის, რომელსაც ასევე ბანკის მხარდაჭერით ვახორციელებთ. მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ასეთი ფინანსური ინსტიტუტი და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო განვვითარდეთ, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაძლიეროთ რეგიონი“, - განაცხადა მცირე მეწარმე ზაზა იკოშვილმა.

„ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ აგრომიმართულების პროექტებს. ქარელში სულ მალე, კიდევ ერთი, რიგით მესამე სათბური გაკეთდება. მისი ჯამური ინვესტიცია 150 000 ლარია, რომელიც სრულად დაფინანსდა ბანკის მიერ და რომლის შედეგადაც მეწარმე დამატებით 20 ტონა მოსავლის რეალიზაციას შეძლებს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და მომავალშიც განვაგრძობთ აგროსექტორის მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა. 

(R)