LIVE

კომპანიები საქართველოდან, რომლებიც რუსეთში ყველაზე მეტს ყიდიან/ყიდულობენ - TOP-10

21 ივნ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 987
კომპანიები საქართველოდან, რომლებიც რუსეთში ყველაზე მეტს ყიდიან/ყიდულობენ - TOP-10

ოკუპანტი რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მაისში რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, $764 მილიონიანი სავაჭრო ბრუნვით.

პირველ 5 თვეში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 40.5%-ით გაიზარდა და რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის პოზიციას იკავებს. „ბიზნეს ფორმულა“ დაინტერესდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მოქმედი რომელი კომპანიები არიან ძირითადი იმპორტიორები.

საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, TOP 10 იმპორტიორი კომპანია რუსეთიდან, 2022 წლის მარტი-მაისის მონაცემებით შემდეგია:

  • სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“;
  • შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“;
  • შპს „კადევე საქართველო“;
  • შპს „მზიური“;
  • შპს „ნესტლე საქართველო“;
  • შპს „პიემ მეტალ“;
  • შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“;
  • შპს „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“;
  • შპს „ჯეორჯიან როუტ“;
  • შპს „ჯორჯიან მანგანეზი“.

(იმპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით).

იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები; კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის, ან ტორფისგან; ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი, ასევე, მარგარინი.

ამასთან, რუსეთი მიმდინარე წელს საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია. რაც შეეხება კომპანიებს, რომლებმაც საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტი პროდუქტი გაიტანეს, საქსტატის თანახმად, TOP 10 ექსპორტიორი კომპანია 2022 წლის მარტი-მაისის მონაცემებით შემდეგია:

  • „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“;
  • სს „ბადაგონი“;
  • სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“;
  • სს „ლომისი“;
  • შპს Bolero & Company;
  • შპს „ასკანელი ძმები“;
  • შპს „ატლანტიკ საქართველო“;
  • შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“;
  • შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“;
  • შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“.

(ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით).