LIVE

ბიტკოინის ფასი მკვეთრ რყევებს განაგრძობს

20 ივნ 202210:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 860
ბიტკოინის ფასი მკვეთრ რყევებს განაგრძობს

ბიტკოინის ბრძოლა ფასის $20,000-იანი საკვანძო ნიშნულის შესანარჩუნებლად კრიპტო ბაზარზე მკვეთრი რყევების გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი დღეს დილით, აზიის ვაჭრობაში 4.8%-ით დაეცა და $19,618 შეადგინა. ეს მას შემდეგ, რაც ტოკიოში 12:30 საათისთვის მისი ფასი საკვანძო დონეს ასცდა და $20,036-ს მიაღწია. ეთერიუმის ფასი კიდევ 7.8%-ით დაეცა, თუმცა მონეტამ ღირებულების $1000-ზე მაღლა შენარჩუნება შეძლო. Solana, Cardano და Dogecoin წითელში ზონაში არიან.

შაბათს ბიტკოინის ფასი თითქმის 15%-ით დაეცა, ხოლო კვირას 16%-ით გაიზარდა და $20,000-ს გადააჭარბა. ამ ტიპის რყევები მიუთითებს, რომ ინვესტორების განწყობები კრიპტო ბაზრის მიმართ მყიფე რჩება. ამავდროულად ფედერალური სარეზერვო სისტემა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით ცდილობს ინფლაცია შეაჩეროს, რაც ბაზრებზე ლიკვიდურობას ამცირებს.

ზოგიერთი კრიპტო აღმასრულებელი ამტკიცებს, რომ ბიტკოინის ფასის $20,000-ზე დაბლა შენარჩუნებამ შეიძლება პოზიციების დამატებითი ლიკვიდაცია გამოიწვიოს. მონეტის ფასი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 57%-ით შემცირდა, სხვა კრიპტოვალუტები კი უფრო მეტად დაზარალდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი