LIVE

ევროპის სიცხის ტალღამ საფრანგეთში ტემპერატურის რეკორდი დაამყარა

19 ივნ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 758
ევროპის სიცხის ტალღამ საფრანგეთში ტემპერატურის რეკორდი დაამყარა

გასულ კვირას ევროპაში გავრცელებულმა ექსტრემალურმა სიცხემ შაბათს საფრანგეთში ყველა დროის რეკორდი დაამყარა. ეს ქვეყნისთვის ყველაზე ადრე დაფიქსირებული სიცხის ტალღაა.

საფრანგეთის საშუალო დღიური ტემპერატურა მთელ ქვეყანაში შაბათს 27,4 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა, რაც, Meteo France-ის მიხედვით, მიმდინარე თვისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

საფრანგეთის სამმა ქალაქმა ასევე დაამყარა სიცხის ყველა დროის რეკორდი. სულ მცირე 16-მა სხვა ქალაქმა ივნისში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დააფიქსირა. ქვეყნის დასავლეთის უმეტეს ნაწილში ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსი ცელსიუსი იყო.

ამინდის ეროვნული სააგენტოების ცნობით, ესპანეთსა და საფრანგეთში უახლოეს დღეებში უფრო დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. სიცხის ტალღა შემდეგ იტალიაში გადავა, ქვეყნის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუს ცელსიუსამდე მოიმატებს, ზოგან კი 40 გრადუსს მიაღწევს.

კლიმატის ცვლილება სიცხის ტალღებს 5-10-ჯერ უფრო მძაფრს ხდის. Meteo France-ის ციტირებული მონაცემების მიხედვით, ისინი 1,8-დან 4 გრადუს ცელსიუსამდე უფრო ცხელია. ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა, სავარაუდოდ, უფრო ექსტრემალურ და უფრო ინტენსიურ ამინდს გამოიწვევს, მათ შორის სიცხის ტალღებს, გვალვას, წვიმებს და წყალდიდობებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლაურა მილან ლომბრანა