LIVE

სანქციების მიუხედავად, ინდოეთმა რუსული ნახშირის შესყიდვები გაზარდა - Reuters

18 ივნ 202219:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 590
სანქციების მიუხედავად, ინდოეთმა რუსული ნახშირის შესყიდვები გაზარდა - Reuters
REUTERS/Ajay Verma/Files

Reuters-ის ინფორმაციით, გლობალური სანქციების მიუხედავად, ინდოეთის მიერ რუსული ნახშირის შესყიდვები გაიზარდა. მოვაჭრეები 30%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ. 

რუსეთი, რომელიც დასავლეთის მკაცრი სანქციების წინაშე დგას უკრაინაში შეჭრის გამო, გააფრთხილა ევროკავშირი ნახშირზე ყოვლისმომცველი სანქციების გამო და განაცხადა, რომ ეს უკუშედეგს გამოიღებს, რადგან შესყიდვები სხვა ბაზრებზე გადაინაცვლებს.

ინდოეთი თავს იკავებს რუსეთის დაგმობისგან, რომელთანაც მას ხანგრძლივი პოლიტიკური და უსაფრთხოების კავშირები აქვს. თუმცა, მოუწოდებს შეწყვიტოს ძალადობა უკრაინაში. ნიუ დელი აგრძელებს რუსული საქონლის შესყიდვებს, რასაც მიწოდების დივერსიფიკაციის მცდელობას უწოდებს და ამტკიცებს, რომ მოულოდნელი გაჩერება გაზრდის გლობალურ ფასებს და დააზარალებს მის მომხმარებლებს.

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა ინდოეთს განუცხადეს, რომ არ არსებობს ენერგეტიკული იმპორტის აკრძალვა რუსეთიდან, მაგრამ არ სურთ იხილონ “სწრაფი ზრდა”.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი იმპორტიორები მოსკოვთან ვაჭრობას ერიდებიან, ინდოელი მყიდველები უზარმაზარი რაოდენობის რუსულ ნახშირს ყიდულობენ, მიუხედავად ტვირთის გადაზიდვის მაღალი ღირებულებისა.

ბოლო 20 დღის განმავლობაში ნახშირისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების შესყიდვები ექვსჯერ, $331 მილიონამდე გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინდოეთის გადამამუშავებელმა ქარხნებმა ასევე შეისყიდეს რუსული ნავთობი. რუსეთთან ნავთობით ვაჭრობის ღირებულება 20 დღის განმავლობაში 31-ჯერ, $2,22 მილიარდამდე გაიზარდა.

“რუსი მოვაჭრეები ლიბერალურები იყვნენ გადახდის გზებთან დაკავშირებით და იღებენ გადახდებს ინდური რუპიითა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამით. ფასდაკლებები მიმზიდველია და რუსული ნახშირის შესყიდვის ეს ტენდენცია გაგრძელდება”,- განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ.

რუსი მოვაჭრეების ისეთი ოფშორული ერთეულები, როგორიცაა Suek-ი, KTK-ი და კვიპროსში დაფუძნებული Carbo One, სთავაზობდნენ ფასდაკლებას 25%-დან 30%-მდე, რამაც დიდი რაოდენობით შესყიდვები გამოიწვია.

ერთ-ერთი წყაროს სინგაპურში დაფუძნებული Suek-ი ასევე იღებდა გადახდებს დოლარში.

ევროკავშირის სანქციებით აიკრძალა ნახშირის ახალი კონტრაქტები და წევრი ქვეყნები იძულებული არიან, გააუქმონ არსებული კონტრაქტები აგვისტოს შუა რიცხვებისთვის.