LIVE

ტურიზმიდან შემოსავლებში 19.3%-ით რუსეთი ლიდერობს - „გალტ & თაგარტი“

19 მაი 202211:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 780
ტურიზმიდან შემოსავლებში 19.3%-ით რუსეთი ლიდერობს - „გალტ & თაგარტი“

„გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, აპრილში ტურიზმიდან შემოსავალმა 188.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 2019 წელთან შედარებით კი აღდგენილია შემოსავლების 70.6%. აპრილში ტურიზმის შემოსავლების 19.3% რუსეთზე მოდიოდა, შემდეგი იყო ბელარუსი (14.9%), ისრაელი (11.1%), ევროკავშირი (11%) და უკრაინა (10.3%).

კვლევის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან ათიათასობით ტურისტი შემოვიდა. 

„ჩვენი ვარაუდით, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ტურისტები",- აღნიშნულია კვლევაში.

მიგრანტების შემოდინების ეფექტი ყველაზე შესამჩნევი იყო უძრავი ქონების ბაზარზე - აპრილში ქირის ფასები თბილისში წინა წელთან შედარებით 71.6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა.

„გალტ & თაგარტი“ საბაზისო სცენარით, 2022 წელს 2019-თან შედარებით, ტურიზმის შემოსავლების 75%-იან აღდგენას პროგნოზირებდა, თუმცა მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, ახლა 85%-იან აღდგენას ვარაუდობს. 

რაც შეეხება იანვარ-აპრილის მონაცემებს, 2022 წლის პირველ 4 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 582.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9%-ია. ქვეყანაში ყველაზე მეტი შემოსავალი დაგენერირდა რუსეთიდან (17.9%), ბელარუსიდან (11.3%), ევროკავშირის ქვეყნებიდან (11.2%), უკრაინიდან (9.9%), ისრაელიდან (9.6%) და თურქეთიდან (9.6%).