LIVE

თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა - ყველაზე ძვირი და იაფი უბნები

21 აპრ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1293

საცხოვრებელი უძრავი ქონება კვლავ ძვირდება. „საქსტატის“ მონაცემებით, თბილისში 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.1%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასები გაიზარდა ორივე სეგმენტში - კერძო სახლებზე 2%, ხოლო ბინებზე 5.4%.

ბინების კვადრატული მეტრის ფასები უბნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • მთაწმინდა - 4,458 ლარი;
  • ვაკე - 3,690 ლარი;
  • კრწანისი - 3 143 ლარი;
  • საბურთალო - 3,072 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3,030 ლარი;
  • დიდუბე - 2,980 ლარი;
  • ნაძალადევი - 2,809 ლარი;
  • ისანი - 2,665 ლარი;
  • გლდანი - 2,619 ლარი;
  • სამგორი - 2,482 ლარი.

კერძო სახლების კვადრატული მეტრის ფასები უბნების მიხედვით შემდეგია:

  • მთაწმინდა - 3,470 ლარი;
  • ვაკე - 3,090 ლარი;
  • დიდუბე - 2,980 ლარი;
  • საბურთალო - 2 730 ლარი;
  • ისანი -  2 685 ლარი;
  • კრწანისი - 2,360 ლარი;
  • ჩუღურეთი - 2,260 ლარი;
  • სამგორი - 2,035 ლარი;
  • ნაძალადევი - 1,840 ლარი;
  • გლდანი - 1,675 ლარი.