LIVE

ბრიტანული Lloyds Bank-ი თანამშრომლებს დამატებით £1,000-ს გადაუხდის

19 ივნ 202214:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 428
ბრიტანული Lloyds Bank-ი თანამშრომლებს დამატებით £1,000-ს გადაუხდის

Lloyds Banking Group-ი თანამშრომლებს ზაფხულში დამატებით £1,000-ს გადაუხდის. ბანკის გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში ცხოვრების ღირებულების კრიზისს უკავშირდება.

ბრიტანეთის უმსხვილესი იპოთეკური კრედიტორი აგვისტოში 64,182 თანამშრომელს თანხას ერთჯერადად გადაუხდის, რაც ყველა ტიპის დასაქმებულს შეეხება აღმასრულებლების გარდა.

ბანკის გადაწყვეტილება გლობალურ ეკონომიკაში მზარდი ინფლაციის შედეგია. დიდ ბრიტანეთში ფასების ზრდა 40 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაჩქარდა, რაც შინამეურნეობებზე ზეწოლას ზრდის, ხოლო მომხმარებელთა ნდობას თრგუნავს. აპრილში ენერგიის გაზრდილმა ფასებმა ინფლაციის 9%-მდე დაჩქარებას შეუწყო ხელი, ხოლო ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდა.

დამატებითი ანაზღაურება, რომელიც Lloyds-ს დაახლოებით £64 მილიონი დაუჯდება, ბანკის განახლებული Healthy Finances Hub პროგრამის ნაწილია, რაც საბიუჯეტო რჩევებს და ფულის ექსპერტებთან კონსულტაციებს გულისხმობს.

"ჩვენ ვიწყებთ მზადებას 2023 წლის ანაზღაურების შესახებ მოლაპარაკებებისთვის და გავაგრძელებთ მიმდინარე ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებას",- აცხადებს კომპანია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აიშა განი