LIVE

2023 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება 18%-ით შემცირდება

08 ივნ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 969
2023 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება 18%-ით შემცირდება
REUTERS/Dado Ruvic

შეერთებული შტატების ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის ცნობით, ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა მომავალი წლის ბოლომდე ქვეყანაში ნავთობის მოპოვების 18%-ით შემცირებას გამოიწვევს.

თხევადი საწვავის წარმოება დღეში 9,3 მილიონ ბარელამდე 2023 წლის მეოთხე კვარტალში შემცირდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მოპოვება დღეში 11,3 მილიონ ბარელს შეადგენს. 

უკრაინაში ომის გამო ევროკავშირმა სანქციების რამდენიმე პაკეტი აამოქმედა. სანქციების ახალი, მეექვსე პაკეტით ნაწილობრივ იკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი. თუმცა, რუსეთი ალტერნატიული ბაზრების პოვნას აზიაში ცდილობს. 

როდესაც სანქციების ფონზე ქვეყნები რუსული ნავთობის იმპორტს ზღუდავენ, ინდოეთსა და ჩინეთში ტანკერებით ნავთობის რეკორდული რაოდენობა მიედინება. ტრანზიტის მოცულობა 74-დან 79 მილიონ ბარელს აღწევს.

Kpler-ის თანახმად, ეს ორჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებული მოცულობა - 27 მილიონი ბარელი. ანალიტიკური კომპანიის თანახმად, რუსული ნავთობის იმპორტის მაჩვენებლით აზიის კონტინენტმა პირველად გაუსწრო ევროპას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია