LIVE

პუტინის 20-ზე მეტი მოკავშირე ევროკავშირის სანქციებს ასაჩივრებს

03 ივნ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 845
პუტინის 20-ზე მეტი მოკავშირე ევროკავშირის სანქციებს ასაჩივრებს

კრემლთან დაკავშირებული 20-ზე მეტი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და სხვა პირი ევროკავშირის სანქციებს ასაჩივრებს. მათ შორისაა რომან აბრამოვიჩი, Chelsea-ის საფეხბურთო კლუბის ყოფილი მფლობელი, რომელიც ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირებით სარგებლობის გამო, მარტში სანქცირებულთა სიაში მოხვდა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი სანქციების გასაჩივრებას აპირებდა. 

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მათ მიმართეს მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს, რომელიც ბლოკის მეორე უმაღლესი ტრიბუნალია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოლიგარქები ევროკავშირს სასამართლოში უჩივიან. მოსალოდნელია, რომ მომჩივანთა სია გაიზრდება, რადგან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირის სანქციები 1100-ზე მეტ პირს და 80-ზე მეტ კომპანიასა და სუბიექტს შეეხო.

საქმის წარმოება, სავარაუდოდ, თვეების ან წლების განმავლობაში გაგრძელდება.