LIVE

რუსეთი ნავთობის იმპორტის ემბარგოს “თვითდესტრუქციულ” ნაბიჯს უწოდებს

02 ივნ 202218:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 769
რუსეთი ნავთობის იმპორტის ემბარგოს “თვითდესტრუქციულ” ნაბიჯს უწოდებს

რუსეთმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ, “თვითდესტრუქციული” ნაბიჯი უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ბლოკის ნაბიჯი გამოიწვევს ფასების შემდგომი ზრდის პროვოცირებას, ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციასა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას”.

კრემლში ასევე განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსულ ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება მსოფლიოს ერთ ნაწილში, ის გაიზრდება მეორეში - და რუსული ნაკადები გადამისამართდება.

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი ამტკიცებს, რომ აკრძალვა გადაკეტავს რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსების უზარმაზარ წყაროს. ეს კი ზეწოლას მოახდენს მოსკოვზე დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების და შეჭრის დასრულების მიზნით.