LIVE

რას ნიშნავს რუსეთის გარიცხვა OPEC+-ის ნავთობის მოპოვების შეთანხმებიდან

01 ივნ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1371
რას ნიშნავს რუსეთის გარიცხვა OPEC+-ის ნავთობის მოპოვების შეთანხმებიდან

Wall Street Journal-ის ცნობით, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC+) ზოგიერთი წევრი ნავთობის მოპოვების შეთანხმებებიდან რუსეთის გარიცხვას განიხილავს.

ნაბიჯი სერიოზულ გავლენას მოახდენს ნავთობის გლობალურ მიწოდებაზე. რუსეთი საუდის არაბეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ნავთობის მიმწოდებელთა სამეულში შედის, მაგრამ უჭირს წარმოებისა და ექსპორტის შენარჩუნება უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების გამკაცრების პირობებში.

რუსეთის ყოველთვიური მიწოდების კვოტების სისტემიდან გამორიცხვამ შეიძლება მისცეს OPEC+-ის სხვა წევრებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, შესაძლებლობა, გაზარდონ წარმოება ნავთობის ფასების ზრდის შეკავების მიზნით. მიმდინარე კვირაში ბარელ ნავთობზე ფასმა $120-ს გადააჭარბა.

ეს ასევე ხდება მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განიხილავს ვიზიტს საუდის არაბეთში, რათა გამოასწოროს გართულებული დიპლომატიური კავშირები.

“თუ OPEC+ შეავსებს რუსეთის დეფიციტს, მაშინ ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაეცემა, ხოლო ფასების ზრდა გაგრძელდება, თუ შეინარჩუნებს წარმოების მიმდინარე დონეს რუსეთის გარეშეც”,- აცხადებს SPI Asset Management-ის მმართველი პარტნიორი.

OPEC+ საერთაშორისო ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის მიზანი ნავთობის გლობალური ფასების სტაბილიზებაა. ის ნავთობის წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნების უმრავლესობას აერთიანებს.

მაისში OPEC+-ი და მისი მოკავშირეები ნავთობის ბაზრების კრიზისგან დისტანცირდნენ და წარმოების ეტაპობრივი ზრდის გრაფიკიდან გადახვევაზე უარი განაცხადეს. კარტელმა დაგეგმილი მიწოდების ზრდა, დღეში 432,000 ბარელი დაამტკიცა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შერონ ჩო