LIVE

ბარელი ნავთობის ფასმა $124-ს გადააჭარბა და ორთვიან მაქსიმუმზეა

31 მაი 202216:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 698
ბარელი ნავთობის ფასმა $124-ს გადააჭარბა და ორთვიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასზე ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა დღეს $124-ს გადააჭარბა და ორთვიან მაქსიმუმს მიაღწია. შედეგად, 2011 წლის შემდეგ, თვის ჭრილში ნავთობის ფასის ზრდის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი დაფიქსირდა.

ნავთობის ფასის ზრდის მიზეზი ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერების მიერ რუსული ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებაა, მეორე მხრივ, კი - ჩინეთში "ლოკდაუნის" გაუქმება, რამაც ენერგორესურსზე მოთხოვნა გაზარდა.  

ბლოკი რუსეთის დასჯის მიზნით, თანხმდება, რომ აკრძალავს რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვას, რომელსაც ის ზღვის მეშვეობით იღებს. გამონაკლისის სახით, დროებით დაშვებული იქნება ნედლი ნავთობის მილსადენით მიღება.

ნედლი ნავთობი მიმდინარე წელს ევროპაში კონფლიქტის ფონზე, მიწოდების შეფერხებისა და გაზრდილი მოთხოვნის გამო, გაძვირდა. მარაგების ამოწურვის და პროდუქციის ფასების ყველა დროის მაქსიმუმამდე გაზრდის დროს. Brent-ის ტიპის ნავთობი და აშშ-ის საორიენტაციო West Texas Intermediate (WTI) უკვე მეექვსედ თვეს ფასის ზრდით ასრულებენ. 

ნავთობის ფასის ზრდამ გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ინფლაცია გამოიწვია, რასაც ცენტრალური ბანკების, მათ შორის, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრება მოჰყვა.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ამერიკისა და გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის განსახილველად სისტემის ხელმძღვანელთან ჯერომ პაუელთან შეხვედრას გამართავს, რაც იშვიათი მოვლენაა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შერონ ჩო