LIVE

მაისში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი 62%-ით შემცირდა

01 ივნ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 934
მაისში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი 62%-ით შემცირდა
REUTERS/Dado Ruvic/Illustration

მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი 62%-ით შემცირდა. სტატისტიკა უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი რუსული სამხედრო ძალების მიერ პორტების ბლოკირებაა.

ამ დროისთვის ბლოკირებულია 42 000 ტონა ხორბალი, 11 000 ტონა ქერი და დაახლოებით 1 მილიონი ტონა სიმინდი.

ხორბლის ფიუჩერსები მას შემდეგ შემცირდა, რაც გაჩნდა მოლოდინი, რომ რუსეთი შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტს დაუშვებს. თუმცა, კვლავ უცნობია გაიხსნება თუ არა პორტები.

რუსეთი და უკრაინა კონფლიქტამდე ხორბლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 30%-ს აწარმოებდნენ. პორტების ბლოკადა და მარცვლეულის მიწოდების შეფერხება გლობალური შიმშილის საფრთხეს ქმნის

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია