LIVE

რუსეთი და ირანი აშშ-ის სანქციების ფონზე სავაჭრო ურთიერთობებს აძლიერებენ

25 მაი 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 715
რუსეთი და ირანი აშშ-ის სანქციების ფონზე სავაჭრო ურთიერთობებს აძლიერებენ

რუსული Interfax-ის ცნობით, რუსეთი ირანთან სავაჭრო ურთიერთობებს აძლიერებს და სტიმულს აძლევს ორივე ქვეყნის ეკონომიკას მაშინ, როცა ისინი შეერთებული შტატების მკაცრ სანქციებს ებრძვიან.

“მიუხედავად უპრეცედენტო ზეწოლისა, რომელსაც რუსეთი განიცდის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ლოგისტიკის, საინვესტიციო, ფინანსური, საბანკო თანამშრომლობის განვითარების გზაზე ვართ”, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა თეირანში ბიზნესებთან შეხვედრაზე.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 10%-ზე მეტით გაიზარდა.

ნოვაკი, რომელიც რუსეთ-ირანის სამთავრობათშორისო კომისიის თანათავმჯდომარეა და ზედამხედველობას უწევს რუსეთის ენერგეტიკულ საკითხებს, თეირანს ეწვია, რადგან ორი ქვეყანა ეკონომიკური კავშირების აღორძინებას ცდილობს. 

ქვეყნებს შორის ვაჭრობა 81%-ით გაიზარდა და 2021 წელს რეკორდულ $3,3 მილიარდს მიაღწია. თუმცა, ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი “მიუღებელია” და პირობა დადო, რომ ორმხრივი ვაჭრობას წელიწადში $10 მილიარდამდე გაზრდის.

ორივე ქვეყნის ენერგეტიკული ინდუსტრია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრისა და 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკის გამოსვლის საპასუხოდ.

“მზად ვართ გავაგრძელოთ უკვე დაწყებული პროექტები და დავიწყოთ ახალი პროექტების განხორციელება”, - განაცხადა ნოვაკმა.

მათ შორის არის რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის გაფართოება ბუშერში. მოსკოვთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ობიექტის მეორე და მესამე ფაზებზე, რაც “დიდ ინვესტიციებს” მოითხოვს, განაცხადა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბეჰრუზ კამალვანდიმ.

მოსკოვი ასევე დაინტერესებულია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით. ეს არის სარკინიგზო სატვირთო მარშრუტი რუსეთიდან ინდოეთში, რომელიც გააფართოებს ვაჭრობას კასპიის და სპარსეთის ყურის რეგიონებიდან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია