LIVE

სასურსათო კრიზისის ფონზე, EU ევროპაში მიგრაციის გაზრდის რისკზე მიუთითებს

25 მაი 202221:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 526
სასურსათო კრიზისის ფონზე, EU ევროპაში მიგრაციის გაზრდის რისკზე მიუთითებს

უკრაინის ომი სურსათის დეფიციტის საფრთხეს აძლიერებს, რაც აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრაციის დიდი ტალღის რისკს ზრდის,- ამის შესახებ ევროკავშირის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტს შინასმა აღნიშნა, რომ საკვების მწვავე დეფიციტი ხალხს აიძულებს, საკვების საძიებლად ჩრდილოეთით არალეგალური გზებით გადაადგილდნენ.

"შიმშილით გამოწვეული მიგრაცია ნაკლებად მართვადი იქნება”,- განუცხადა შინასმა Bloomberg-ს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.  

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიშობს, რომ მიგრანტები შეეცდებიან ნავით მიაღწიონ ევროპის საზღვრებს და დასძენს, რომ მათ აქვთ “გლობალური ინტერესი ამის თავიდან ასაცილებლად”.

შინასმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტების ხელახალი გახსნა, სადაც 20 მილიონი ტონა ხორბალია ჩარჩენილი, პრობლემას არ გადაჭრის, მაგრამ პოზიტიურ სიგნალს გაუგზავნის ბაზრებს და დაიწყებს კრიზისის შერბილებას.

შინასმა ასევე ელოდება, რომ ევროკავშირის დაცვის სქემით რეგისტრირებული 2,7 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ბლოკის საზღვრებში დარჩება. ჯერჯერობით, მისი თქმით, არ ყოფილა ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ზრდა, როგორც ეს მოხდა 2015 წლის მიგრაციული კრიზისის შემდეგ, როდესაც მილიონზე მეტი ლტოლვილი მიაწყდა ევროპას სირიის ომის გამო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნატალია დროჟდიაკი