LIVE

რუსეთმა ბრიტანეთის ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

24 მაი 202218:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 947
რუსეთმა ბრიტანეთის ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ბრიტანეთის მთავრობის მიერ მარტში მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის საბჭოს თითქმის მთელი შემადგენლობა სანქციების სიაშია, ნაცვალგების საფუძველზე, პერსონალური შეზღუდვებია წესდება ლორდთა პალატის 154 წევრის მიმართ”, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში ომის გამო დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე რაუნდი აამოქმედა.