LIVE

რუსეთიდან გაზის შეწყვეტის შემთხვევაში, გერმანია ქვანახშირის ელექტროსადგურებს აამუშავებს

24 მაი 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 800
რუსეთიდან გაზის შეწყვეტის შემთხვევაში, გერმანია ქვანახშირის ელექტროსადგურებს აამუშავებს
Alex Kraus/Bloomberg

გერმანია ქვანახშირსა და ნავთობზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობის განახლებას გეგმავს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაზის ექსპორტის შეჩერებას გადაწყვეტს.

ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი საგანგებო განკარგულებას გამოაქვეყნებს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, განაახლოს ელექტროსადგურების მუშაობა, რომლებიც უნდა დახურულიყო გერმანიის ნახშირისგან გათავისუფლების გეგმის მიხედვით.

“ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის სექტორში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მოკლევადიანი გამოყენება შესაძლებელი გახდება”, - ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა.

საგანგებო ბრძანებულება 2024 წლის 31 მარტამდე იმოქმედებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არნე დელფსი