LIVE

ნავთობის ფასმა 54 დოლარს გადააჭარბა

02 თებ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 517
ნავთობის ფასმა 54 დოლარს გადააჭარბა
Bloomberg News

ნავთობმა ბარელზე 54 დოლარს გადააჭარბა. დოლარის შესუსტებამ და მოთხოვნაზე ოპტიმიზმმა ბოლო სამი კვირის მანძილზე ნავთობის ყველაზე დიდი ზრდა გამოიწვია.

Saudi Aramco წელს მოთხოვნის პრე-ვირუსულ დონეზე დაბრუნებას ვარაუდობს.

ფიუჩერსები ნიუ – იორკში  ბოლო ერთი წლის მაქსიმუმზე დასრულდა მას შემდეგ, რაც ორშაბათს აშშ – ს აქციები 2,6% –ით გაიზარდა.

თუმცა, ნავთობი ფასს მოკლევადიანი მოთხოვნის პირობები კვლავ ემუქრება. ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებამ და განახლებულმა ლოკდაუნმა, შესაძლოა, საწვავზე მოთხოვნის აღდგენა კვლავ შეასუსტოს.

”როგორც ჩანს, მოთხოვნაზე მოლოდინები შემოტრიალდა, რასაც უდავოდ დიდწილად  აშშ-ში Covid-19 შემთხვევების და სიკვდიალიანობის პერმანნეტული ვარდნა დაეხმარა ”- ამბობს ვანდანა ჰარი, Vanda Insights- ის დამფუძნებელი. ”ამან გასულ კვირას ევროკავშირის ვაქცინებთან დაკავშირებული პესმიზმი გადაფარა.”

ასევე შესაძლებელია, OPEC– მა ბაზარზე იმაზე ნაკლები მიწოდება შეინარჩუნოს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა ნედლი წარმოება გაზარდა, ცვლილება დაგეგმილი რაოდენობის თითქმის მესამედი იყო. OPEC– ის სპარსეთის ყურის ექსპორტიორების ზრდა ნიგერიასა და ლიბიაში არეულობამ შეფარხა.

ამავდროულად, ერაყის ნედლი ნავთობის ექსპორტი იანვარში თითქმის უცვლელი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა პირობა, რომ მთლიან წარმოება ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე შეემცირებინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელიზაბეტ ლოუ