LIVE

ფინეთში შესაძლოა რუსული გაზის მიწოდება შეწყდეს

19 მაი 202210:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 497
ფინეთში შესაძლოა რუსული გაზის მიწოდება შეწყდეს

ფინეთის გაზის კომპანია Gasum-ი აცხადებს, რომ რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა მიმდინარე შაბათ-კვირას შეწყდეს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ “არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება 20 მაისს ან შაბათს დასრულდეს. ამის შესახებ Gasum-ს არ მიუღია ინფორმაცია არც Gazprom Export-ისგან და არც რუსული გადამცემი ოპერატორისგან”.

კომპანია აცხადებს, რომ მომხმარებლებთან და მთავრობასთან ერთად მუშაობს მიწოდების სხვა წყაროებზე.

Gasum-ი რუსულ გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს ამბობს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ Gazprom-თან გრძელვადიანი გაზის კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები სადავო საკითხია და ამ საკითხის გადასაჭრელად არბიტრაჟს მიმართა.

ნატოში გაწევრიანების სურვილის დაფიქსირების შემდეგ, რუსეთმა უკვე შეწყვიტა ფინეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.