LIVE

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია

17 მაი 202213:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 1034
საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია

საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს რისკების მართვის მიმართულებით ახალი მოადგილე ჰყავს. გიორგი ჭილაძეს, რომელიც ბანკში ამ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა, დავით ჭყონია შეცვლის. 

„გიორგი ჭილაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ბანკის განვითარებაში. ის 2008 წლიდან აძლიერებს ბანკის მენეჯმენტის გუნდს. სწორედ მის დაუღალავ შრომას, მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს უკავშირდება რისკების მართვის სისტემის გაუმჯობესება. მინდა, მთელი ბანკის სახელით მადლობა ვუთხრა მას 14 წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, პროგრესისთვის, არ გაჩერებისთვის და ვუსურვო წარმატებები. რაც შეეხება დავით ჭყონიას, მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო საბანკო საქმიანობასა და რისკების მართვაში. დავითი სხვადასხვა წლებში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორიცაა: BlackRock, PIMCO, Goldman Sachs, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD). ის ასევე იყო თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. მინდა, მივულოცო მას და ვუსურვო წარმატება ახალ პოზიციაზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

კიდევ ერთი პოზიციური ცვლილება, რომელიც ბანკში განხორციელდა, ვახტანგ ბობოხიძეს ეხება. ის საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან, სტრატეგიული მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლებს ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით.

 (R)