
გერმანია უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების ჩამორთმევას განიხილავს. განცხადება ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა გააკეთა.
“ჩვენ უკვე განვიხილავთ წინადადებას G-7-ში და ევროკავშირში. რაც შეეხება პირად აქტივებს, უნდა ვნახოთ, რისი გაკეთებაა კანონიერად შესაძლებელი. მაშინაც კი, როცა საქმე რუს ოლიგარქებს ეხება, კანონის უზენაესობას პატივი უნდა ვცეთ”,- განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია