LIVE

Goldman Sachs-მა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.4%-მდე შეამცირა

18 მაი 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 646
Goldman Sachs-მა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.4%-მდე შეამცირა

Goldman Sachs-ის ეკონომისტებმა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირეს. ბანკის მოლოდინები ფინანსურ ბაზრებზე რყევას და ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ასახავს.

ანგარიშში ეკონომისტების ჯგუფმა განაცხადა, რომ ეკონომიკურ ზრდას მიმდინარე წლისთვის 2.4%-მდე, ხოლო 2023 წელს 1.6%-მდე ელის, რაც წინა 2.6% და 2.2%-იან პროგნოზს ჩამოუვარდება.

"ზრდის შენელება სამუშაო ადგილების შემცირებას ხელს შეუწყობს, ის ასევე მცირედით გაზრდის უმუშევრობის დონესაც. როგორც წესი ვაკანსიების რაოდენობა მაშინ ეცემა, როდესაც რეცესიის დროს უმუშევრობა იზრდება. ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ უმუშევრობის დონის მკვეთრი ზრდის თავიდან არიდება შესაძლებელია",- განაცხადეს ეკონომისტებმა.

ეკონომისტების ვარაუდით, უმუშევრობის დონე მომდევნო თვეებში 3,4%-მდე შემცირების შემდეგ, 2023 წლის ბოლოსთვის 3,7%-მდე გაიზრდება.

Goldman Sachs-ის უფროსმა თავმჯდომარემ, ლოიდ ბლანკფეინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში რეცესიის ძალიან მაღალი რისკია, რისთვისაც კომპანიები და მომხმარებლები უნდა მოემზადონ.

აშშ-ში მომხმარებელთა განწყობა მაისის დასაწყისში 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები აპრილში 8.3%-ით გაიზარდა, რაც ოდნავი შენელებაა მარტთან შედარებით, თუმცა მაინც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ინფლაცია ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიმონ კენედი