LIVE

ევრო აშშ დოლართან გათანაბრების ზღვარზეა

15 მაი 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1131
ევრო აშშ დოლართან გათანაბრების ზღვარზეა

ევრო 20 წლის განმავლობაში პირველად აშშ დოლართან გათანაბრების ზღვარზეა.

ევროპის საერთო ვალუტა დოლართან მიმართებით 5-წლიან მინიმუმამდე უკვე დაეცა და 1 ევრო $1.03-ს გაუტოლდა, რაც ბაზარზე არეულობამ და უკრაინაში ომმა გამოიწვია. HSBC და RBC Capital Markets-ი პროგნოზირებენ, რომ ვალუტები 2022 წელს პარიტეტს მიაღწევენ.

ჰეჯ-ფონდები ამაზე ფსონს უკვე დებენ. მათ გასულ თვეში ოფციონების პარიტეტულ ფსონებში უკვე $7 მილიარდი შეაგროვეს, რაც ყველაზე პოპულარული მიმართულებაა მათთვის, ვინც ევროს კიდევ გაუფასურებას ელის.

პარალელურად, შემცირდა ევროპული ეკონომიკის პერსპექტივაც. მოსკოვთან ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული დაპირისიპირების ფონზე კონტინენტისთვის ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შენელების პერსპექტივა გაჩნდა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა" ბლოკისთვის 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.8%-მდე შეამცირა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელის გლედჰილი