LIVE

Bloomberg - Credit Suisse აღმასრულებელი დირექტორის შეცვლას განიხილავს

14 მაი 202214:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 544
Bloomberg - Credit Suisse აღმასრულებელი დირექტორის შეცვლას განიხილავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, მთელი რიგი სკანდალების შემდეგ, Credit Suisse-ის დირექტორთა საბჭომ გამართა წინასწარი მოლაპარაკებები აღმასრულებელი დირექტორის თომას გოტშტაინის შესაძლო შეცვლაზე.

ბანკის ხელმძღვანელობაში ცვლილება შესაძლოა მიმდინარე წელს მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭო საჯაროდ გოტშტაინისადმი მხარდაჭერას გამოხატვას, ზოგიერთი წევრი სულ წუხს, რომ ის ვერ უმკლავდება ბანკის პრობლემებს.

Archegos Capital Management-ის დაშლიდან ერთი წლის შემდეგ, Credit Suisse-მა დაახლოებით $5,5 მილიარდის ზარალი მიიღო და დააზიანა ინვესტორების ნდობა, შეასუსტა ბიზნესის ძირითადი ხაზები და გამოიწვია ტვინების გადინება. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა წინამორბედისგან მიიღო მრავალი პრობლემური საკითხი, მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მის გუნდს უკეთ უნდა ემართა Archegos-ის რისკები და მეტი ყურადღება დაეთმო გამაფრთხილებელ ნიშნებს Greensill-თან ურთიერთობაში.

“არ ვაკეთებთ კომენტარს ჭორებსა და სპეკულაციებზე. თავმჯდომარემ აშკარად დაუჭირა მხარი თომას გოტშტაინს. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა”, - ნათქვამია Credit Suisse-ის განცხადებაში. 

Neue Zuercher Zeitung-თან ბოლო ინტერვიუში თავმჯდომარემ, აქსელ ლემანმა მხარი დაუჭირა გოტშტაინს და თქვა, რომ ბანკირის ინსტიტუციური ცოდნა საჭიროა მინიმალური მემკვიდრეობის უზრუნველსაყოფად. 

Archegos-ისთვის მიყენებული დარტყმის შემდეგ, რამაც გამოიწვია საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელის ბრაიან ჩინისა და რისკების მთავარი ოფიცრის ლარა უორნერის წასვლა, ბანკმა გადააყენა რეფორმებისადმი განწყობილი თავმჯდომარე ანტონიო ჰორტა-ოსორიო Covid-ის რეგულაციების დარღვევის გამო გადააყენა. 

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებმა გამოავლინა მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებსაც ბანკი ჯერ კიდევ აწყდება, რადგან ცდილობს აღადგინოს ინვესტორების ნდობა: გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სავაჭრო შემოსავალი განახევრდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ამბერინ ჩაუდჰერი, მარიონ ჰალფტერმაიერი და იან-ჰენრიკ ფოერსტერი