LIVE

აშშ უცხოურ ბანკებს აფრთხილებს, არ დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში

14 მაი 202211:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 853
აშშ უცხოურ ბანკებს აფრთხილებს, არ დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში

შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის მოადგილე, უოლი ადეემო უცხოურ ბანკებს რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში დახმარების რისკების შესახებ აფრთხილებს.

ადეემო რამდენიმე უცხოური ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელს შეხვდა და “ესაუბრა სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობის რისკებზე”, მათ შორის აშშ-ის სანქციების ქვეშ მოქცევის რისკზე, თუ ბანკები მატერიალურ დახმარებას გაუწევენ სანქცირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი, რომელიც სანქციების პოლიტიკას ადგენს “ელის, რომ ყველა ფინანსური ინსტიტუტი გამოიჩენს სათანადო გულმოდგინებას, რათა არ შეასრულოს ტრანზაქცია სანქცირებული პირთან”, - ნათქვამია ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.

ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, ადეემომ ინდუსტრიული ჯგუფის წევრებისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცვლიან ბიზნეს ოპერაციებს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ და ცდილობენ გააუმჯობესონ სანქციების დაცვის პოლიტიკა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ ფლეტლი