LIVE

ბირთვული ენერგიის განვითარებისთვის ბრიტანეთი $120 მილიონს გამოყოფს

14 მაი 202218:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 680
ბირთვული ენერგიის განვითარებისთვის ბრიტანეთი $120 მილიონს გამოყოფს
Finnbarr Webster/Getty Images

დიდი ბრიტანეთი 120 მილიონ ფუნტს ($147 მილიონს) ატომური ენერგიის განვითარების ახალ ფონდში ჩადებს. ქვეყანა მიზნად ისახავს ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის გამომუშავების ხერხემლად აქციოს.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბირთვული მომავლის ფონდი დაეხმარება მთავრობას 2030 წლისთვის რვა ახალი რეაქტორის ამოქმედებაში, რასაც ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგია ითვალისწინებს. ფონდის მიზანია წაახალისოს კერძო ინვესტიციები ბრიტანულ პროექტებში.

“ფონდი გააგრძელებს ჩვენს გეგმას ახალი ატომური ელექტროსადგურების შესახებ, როგორც ბრიტანეთის ბირთვული რენესანსის ნაწილს”, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა ენერგეტიკის საკითხებში, კვასი კვატერნგმა.

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ახალი გეგმის თანახმად, ბირთვული ენერგია მომდევნო 30 წლის განმავლობაში ქვეყნის ელექტროენერგიის 25%-ს გამოიმუშავებს, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიდი ბრიტანეთი ცდილობს ბირთვული ინდუსტრიის აღორძინებას: მსგავსი იდეები ჰქონდათ 1980-იანი წლებიდან სხვადასხვა მთავრობებს, მაგრამ შენდება მხოლოდ ერთი ატომური სადგური - Hinkley Point C.

ფონდის მოცულობა მცირეა იმასთან შედარებით, რაც საჭიროა ხელისუფლების ხედვის რეალობად ქცევისთვის.  

ბირთვული ენერგიის ყველაზე დიდი დაბრკოლება დაფინანსებაა, რის  დასაძლევადაც ახალი ფონდი გამოყოფს გრანტებს, რათა დაეხმაროს ატომური ელექტროსადგურების პროექტებს, მათ შორის მცირე მოდულურ რეაქტორებს, მოიზიდონ კერძო ინვესტიციები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რეიჩელ მორისონი