LIVE

ბრიტანეთის ტრიბუნალმა მამაკაცებისთვის მელოტის წოდება სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია

13 მაი 202210:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1793
ბრიტანეთის ტრიბუნალმა მამაკაცებისთვის მელოტის წოდება სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია
Torsak Panjasuparak/EyeEm/Getty Images

ბრიტანეთის დასაქმების ტრიბუნალმა დაასკვნა, რომ მამრობითი სქესის კოლეგისთვის მელოტის წოდება უწყინარი ხუმრობა არ არის, ის სექსუალური შევიწროებაა. გადაწყვეტილების თანახმად, სიტყვა "მელოტის" გამოყენება შეიძლება "არსებითად უკავშირდებოდეს სქესს" და ამიტომ დისკრიმინაციის ფორმას წარმოადგენს.

ტრიბუნალმა ეს გადაწყვეტილება ელექტრიკოსი ტონი ფინის საჩივრის განხილვის დროს მიიღო. მამაკაცმა, უსამართლო გათავისუფლებისა და სექსუალური შევიწროების გამო, უჩივლა იორკშირში მოქმედ საოჯახო ბიზნესს, სადაც ის თითქმის 24 წელი მუშაობდა. 

ტრიბუნალის საბჭო, რომელიც სამი მამრობითი სქესის წევრისგან შედგებოდა, შეთანხმდა, რომ მამაკაცისთვის განსაკუთრებით პრობლემური იყო არა სამუშაოსთვის შეუფერებელი ლექსიკა, არამედ მის ასაკთან და თმასთან დაკავშირებულ ეპითეტები.

"ძნელია ამის გარდა სხვა დასკვნის გამოტანა. ეს სიტყვები ნათქვამია მოსარჩელის ღირსების შელახვისა და მისთვის შემაშინებელი, მტრული, დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნის მიზნით", - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ფინი ასევე გამართლდა უსამართლო გათავისუფლების ნაწილში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატრინ გემელი