LIVE

ფინეთის ლიდერები ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერენ

12 მაი 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 551
ფინეთის ლიდერები ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერენ

ფინეთმა ნატოში გაწევრიანებისთვის განაცხადი უნდა წარადგინოს,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

"ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. ნატოს წევრობა გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც ნატოს წევრი, ფინეთი გააძლიერებს თავდაცვის ალიანსს", - განაცხადეს ლიდერებმა. 

ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი და რთული წარსული გამოცდილება აქვს, ალიანსის მიღმა ყოფნა ამჯობინებდა, თუმცა მის გადაწყვეტილებაზე გავლენა უკრაინაში რუსეთის ომმა იქონია.

ნატოში გაწევრიანების საკითხი განიხილება მის მეზობელ შვედეთშიც. Expressen-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის განაცხადის გაგზავნას ორშაბათს გეგმავს. 

დიპლომატების განცხადებით, ნატოს მოკავშირეები, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას, სავარაუდოდ, ერთხმად დაუჭერენ მხარს.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლეო ლაიკოლა და ქეთი პოხჯანპალო