LIVE

რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა

10 მაი 202217:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 922
რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა

რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკად ფუნქციონირებდა, დღეიდან, მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს სთავაზობს.

„საავადმყოფო მიიღებს როგორც კოვიდპაციენტებს, ისე უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო, სტაციონარული თუ ამბულატორიული სერვისების მიწოდებას. მათ შორისაა, გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ინსტრუმენტულ - ლაბორატორიული კვლევები და ამბულატორიული მომსახურება. 

პოსტპანდემიურ რეალობას რესპუბლიკური საავადმყოფო რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული სამედიცინო ტექნიკით ხვდება. კოვიდკლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასაწყობად, ჩატარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

კლინიკის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, საწოლფონდის 600 ერთეულამდე გაზრდა და სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატებაც იგეგმება.

შეგახსენებთ, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდკლინიკად გადაკეთდა. ამ ხნის განმავლობაში, რესპუბლიკური საავადმყოფო 340 საწოლით, საქართველოში უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი იყო. საავადმყოფომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამედიცინო მომსახურება 10 000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია.