LIVE

რუსეთის ეკონომიკა, 1994 წლის შემდეგ, ყველაზე მეტად მცირდება

11 მაი 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 743
რუსეთის ეკონომიკა, 1994 წლის შემდეგ, ყველაზე მეტად მცირდება

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს შიდა პროგნოზის თანახმად, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთის მშპ შესაძლოა 12%-ით შემცირდეს, რაც გასული 30 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება იქნება. 

საკითხში გარკვეული პირების თქმით, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ დასახელებული მაჩვენებელი აღემატება ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზს, რომელმაც მიმდინარე წელს ეკონომიკის 8%-ით შემცირება იწინასწარმეტყველა. ის ასევე აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს - 8.5%-ს. რუსეთის მთავრობას პროგნოზი საჯაროდ არ გამოუქვეყნებია.

ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკური ზრდა უტოლდება 1990-იანი წლების დასაწყისში დაფიქსირებულ მაჩვენებელს, როდესაც რუსეთის საბჭოთა ეპოქის ეკონომიკა კაპიტალიზმისკენ მიისწრაფოდა.

გავრცელებულ ინფორმაციას მოგვიანებით რუსეთის ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, პროგნოზი არაზუსტია.

"ოფიციალური მაკროეკონომიკური პროგნოზების მომზადება ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილებაში არ შედის. მოველით, რომ მთავრობისა და რუსეთის ბანკის მიერ მიღებული ზომები სანქციებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს დიდწილად შეამსუბუქებს და ეკონომიკური განვითარების სტაბილურობას უზრუნველყოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

BCS Financial Group-ის მთავარი ეკონომისტის, ნატალია ლავროვას განცხადებით, მთავარ უარყოფით ფაქტორებს შორის მოიაზრება ნავთობზე ემბარგო, ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე უარის თქმა და უცხოური კომპანიების მხრიდან რუსეთის ბაზრის დატოვება. 

"ეს ყველაფერი, ალბათ, თანდათან გაფართოვდება და ბევრი ნეგატივი 2023 წელზეც გავრცელდება", - ამბობს სპეციალისტი. 

მისივე თქმით, ამ ფაქტორების გამოკლებით და მხოლოდ ამჟამინდელი სანქციების გათვალისწინებით, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 10,8%-ით, ხოლო 2023 წელს დაახლოებით 5%-ით შემცირდება. 

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გასულ თვეს განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკის 8%-დან 10%-მდე შემცირებას ელოდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია