LIVE

ბილ გეიტსი გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს

09 მაი 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 745
ბილ გეიტსი გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს

ბილ გეიტსი აცხადებს, რომ საპროცენტო განაკვეთები, სავარაუდოდ, საკმარისად მოიმატებს იმისთვის, რომ გლობალური ეკონომიკის შენელება გამოიწვიოს, რაც რუსეთის უკრაინაში ომით და Covid-19-ის შედგებით არის განპირობებული.

"ვშიშობ, რომ ბაზრის პესიმისტურად განწყობილ ნაწილს საკმაოდ ძლიერი არგუმენტი აქვს, რაც მაშფოთებს",- განაცხადა გეიტსმა CNN-თან ინტერვიუში.

მილიარდერმა ქველმოქმედმა და Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ ომი უკრაინაში, რამაც საქონლის ფასები გაზარდა მოსდევს პანდემიას, პერიოდს როცა მიწოდების ჯაჭვებს უკვე ჰქონდათ პრობლემები.

ბევრმა ქვეყანამ, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, რაც ინფლაციის შეჩერების მცდელობას წარმოადგენს. ეს, გეიტსის თქმით, ადრე თუ გვიან გავლენას იქონიებს ეკონომიკის შენელებაზე.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა" ასევე შეამცირა მსოფლიო ზრდის პროგნოზი და კიდევ უფრო სწრაფი ინფლაცია ივარაუდა, რასაც უკრაინაში ომი და ჩინეთში პანდემიასთან დაკავშირებული ლოკდაუნები შეუწყობს ხელს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვიქტორია გავალიერე