LIVE

ჩინეთში რუსული იმპორტი რეკორდულად გაიზარდა

09 მაი 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 646
ჩინეთში რუსული იმპორტი რეკორდულად გაიზარდა

ჩინეთში რუსული იმპორტი აპრილში რეკორდულად გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, ენერგიის ფასების გლობალურ ზრდას უკავშირდება. თუმცა, ჩინეთიდან რუსეთში ექსპორტი პანდემიის პირველი თვეების შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.

ჩინურმა კომპანიებმა რუსეთისგან აპრილში $8.9 მილიარდის საქონელი იყიდეს, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 57%-იანი ზრდაა. რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა იმ ფონზე, როდესაც იმპორტის მთლიანი მაჩვენებელი გლობალურად უცვლელი დარჩა, რაც ორ ქვეყანას შორის კავშირის გაღრმავებას უსვამს ხაზს.

ჩინეთმა რუსეთის სანქცირებისგან თავი შეიკავა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები და ევროკავშირი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის სრულად შეჩერებას ცდილობენ.

ჩინურმა ფირმებმა რუსეთს აპრილში $3,8 მილიარდის საქონელი მიჰყიდეს, ოდნავ ნაკლები, ვიდრე მარტში. მაჩვენებელი 7.7%-ით შემცირებულია წინა წელთან შედარებით და ასევე ყველაზე დაბალია 2020 წლის მარტის შემდეგ.

საბაჟო მონაცემებით, ჩინეთის მიერ მარტში რუსეთში ექსპორტირებული პროდუქცია ძირითადად მოიცავს სმარტფონებს, მიკროპროცესორებსა და სხვა პორტატულ მონაცემთა დამუშავების აპარატებს. აპრილის დეტალური მონაცემები მიმდინარე თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია