LIVE

Boehly-Clearlake ჩელსის $5,25 მილიარდად ყიდვას გეგმავს

07 მაი 202215:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1053
Boehly-Clearlake ჩელსის $5,25 მილიარდად ყიდვას გეგმავს

ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობს Guggenheim Partners-ის ყოფილი პრეზიდენტი ტოდ ბოლი და Clearlake Capital-ი, ჩელსის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გარიგება ჩელსის პრემიერ ლიგის მე-10 გუნდად აქცევს, რომელსაც მთლიანად ან ნაწილობრივ მხარს უჭერს აშშ-ის ინვესტიციები. 

$5,25 მილიარდიანი გარიგება მოიცავს ჩელსის 2,5 მილიარდი ფუნტის აქციების შეძენას, ამასთან 1,75 მილიარდ ფუნტ სტერლინგს კლუბის სასარგებლოდ შემდგომი ინვესტიციისთვის, ნათქვამია განცხადებაში.

გარიგებას ჯერ კიდევ სჭირდება ბრიტანეთის მთავრობის თანხმობა, რომელმაც მარტში სანქციები დაუწესა კლუბის ამჟამინდელ მფლობელს, რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს. 

განცხადების თანახმად, 1,75 მილიარდი ფუნტი მოხმარდება კლუბის Stamford Bridge-ისა და Kingsmeadow-ის სტადიონებს, ასევე ქალთა გუნდს, ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარების აკადემიასა და ჩელსის ფონდს.

მყიდველებს შორის არიან შვეიცარიელი ბიზნესმენი ჰანსიორგ ვისი და Guggenheim Partners-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ უოლტერი, იტყობინება Bloomberg News. გავრცელებული ინფორმაციით, Clearlake Capital-ი დაახლოებით 61%-იან წილს დაიკავებს. პეინი და უოლტერი ლოს ანჟელეს დოჯერსის მთავარი ლიგის ბეისბოლის გუნდის თანამფლობელები არიან. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: გილიან ტანი და დევიდ ჰელიერი