LIVE

საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება დაასრულა

06 მაი 202212:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 917
საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება დაასრულა

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება დაასრულა. მისი განმარტებით, ხელისუფლება გეგმავს, რომ კითხვარის ბოლო ნაწილი ევროკომისიას 10 მაისს გადასცეს.

„საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილზეც დაასრულა მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებას მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს. ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის საქართველომ ევროკომისიას კითხვარის ბოლო ნაწილი გადასცეს. ეს კითხვარი უფრო მეტად ტექნიკური, სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებასაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. 

შეგახსენებთ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი 11 აპრილს, მოლდოვასთან ერთად გადაეცა. მოლდოვამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 22 აპრილს გადასცა. ომში მყოფმა უკრაინამ კი კითხვარი 1 კვირაში შეავსო. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის შევსებული პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს, გაასაჯაროოს ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები.