LIVE

რუსეთის უკრაინაში შეჭრა ევროპულ ბანკებს $7 მილიარდი დაუჯდებათ

06 მაი 202210:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 684
რუსეთის უკრაინაში შეჭრა ევროპულ ბანკებს $7 მილიარდი დაუჯდებათ

ევროპული ბანკები რუსეთის უკრაინაში შეჭრის მზარდ ფასს ითვლიან. ზოგი მათგანი დეფოლტების ტალღისთვის ემზადება, რომელიც უფრო ფართო ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას.

იტალიური UniCredit-ის ხელმძღვანელობით, ინდუსტრიამ დაითვალა იმ თანხების რაოდენობა, რომელიც საეჭვო სესხების დასაფარად იქნება საჭირო. სავაჭრო დანაკარგებთან ერთად, ჩამოწერები და რუსეთიდან გასვლის ხარჯები ევროპელ მსესხებლებს $7 მილიარდი დაუჯდებათ და ეს თანხა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ომის ეკონომიკური ზეგავლენა უკვე ვრცელდება მსოფლიოზე საქონლის ფასების ზრდისა და კორპორაციული მიწოდების ჯაჭვების რღვევის ფონზე. რუსეთში წლების განმავლობაში სწრაფი ზრდის შემდეგ, ევროპული ბანკები ახლა განიხილავენ საერთოდ ღირს თუ არა მსოფლიოს ყველაზე სანქცირებულ ქვეყანაში ბიზნესის კეთება. ამავდროულად, ისინი ერთობლივ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ თუ რამდენად ფართო იქნება ეკონომიკური ზიანი, რაც ნიშნავს, რომ ზოგიერთ ბანკს დეფოლტის შემთხვევაში მეტის გადახდა მოუწევს.

ფართო ეკონომიკური ზიანის შესახებ ბანკების ჭიდილის ფონზე, რამდენიმე მსხვილი ევროპული მსესხებლის რისკ-ოფიცრები ერთმანეთს და მარეგულირებლებს ხვდებიან, რათა უზრუნველყოფა და სხვა სავარაუდო შედეგები განიხილონ. ერთ-ერთმა მარეგულირებელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, რომ ბანკები, სავარაუდოდ, მომავალ კვარტლებში მეტ თანხებს შეინახავენ.

პარალელურად კრედიტორები ასევე იყოფიან რუსეთის მთლიანად დატოვების საკითხზეც. UniCredit-ი და ავსტრიული Raiffeisen-ი ჯერ კიდევ განიხილავენ ვარიანტებს. Raiffeisen-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი რუსული ბიზნესის შეძენით პოტენციური მყიდველები დაინტერესდნენ. კრედიტორები, რომლებსაც რუსეთში უფრო მცირე წარმომადგენლობა აქვს ქვეყანაში საქმიანობას უკვე ასრულებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკოლას კომფორტი