LIVE

ომის დაწყების შემდეგ გერმანიის ექსპორტი რუსეთში 20-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

04 მაი 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 510
ომის დაწყების შემდეგ გერმანიის ექსპორტი რუსეთში 20-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

გერმანიის ექსპორტი რუსეთში ორი დეკადის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, რაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრით არის გამოწვეული. უკრაინაში ომმა ასევე ხელი შეუწყო სავაჭრო ბრუნვის შემცირებასაც.

გერმანიიდან რუსეთში გაყიდვები მარტში 63%-ით, $905 მილიონამდე შემცირდა, რაც სანქციებით, ექსპორტის შეზღუდვის დამატებითი ზომებით და ბაზრის რეაქციით იყო გამოწვეული. განცხადება ვითარების შესახებ გერმანიის სტატისტიკის ოფისმა დღეს გამოაქვეყნა.

მთლიანი ექსპორტი წინა თვესთან შედარებით 3.3%-ით შემცირდა.

მთავრობები და კომპანიები დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთთან ურთიერთობას წყვეტენ. ამასობაში, გერმანიის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა მცირდება, რადგან მისი ძირითადი წარმოების სექტორი დეფიციტებს და რეკორდულ ინფლაციას განიცდის.

"სამომავლოდ, მიუხედავად შევსებული შეკვეთებისა, გერმანიის ექსპორტის მოკლევადიანი პერსპექტივა დამაიმედებლად არ გამოიყურება",- განაცხადა ING-ის კარსტენ ბზერსკიმ, რაც ჩინეთში პანდემიურ ლოკდაუნებს და მიწოდების ჯაჭვის დეფიციტებს დაუკავშირა.

”უკრაინაში ომი დიდი ალბათობით სხვა მიწოდების ჯაჭვებსაც შეაფერხებს,”- დასძინა მან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზოი შნივაისი