LIVE

რუსეთი: ვთიშავთ უკრაინის რკინიგზის სადგურებს, რომლებიც იარაღის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება

04 მაი 202213:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 6989
რუსეთი: ვთიშავთ უკრაინის რკინიგზის სადგურებს, რომლებიც იარაღის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გათიშა ექვსი რკინიგზის სადგური უკრაინაში, რომლებიც უკრაინული ძალებისთვის დასავლური წარმოების იარაღის მისაწოდებლად გამოიყენებოდა.

სამინისტრომ გათიშა მატარებლის სადგურები ენერგიის წყაროების დაბომბვით საჰაერო და საზღვაო ზუსტი მართვადი იარაღით. კონკრეტულად რა იარაღი მიეწოდებოდა უკრაინულ ძალებს ამ სადგურების მეშვეობით, უცნობია.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დაარტყა უკრაინის სამხედრო სამიზნე ობიექტებს, მათ შორის ოთხ საბრძოლო და საარტილერიო საცავს.

უკრაინული მხარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას არ გამოხმაურებია.