LIVE

პუტინი დასავლეთს ექსპორტის შეწყვეტითა და გარიგებების შეჩერებით ემუქრება

03 მაი 202221:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 7897
პუტინი დასავლეთს ექსპორტის შეწყვეტითა და გარიგებების შეჩერებით ემუქრება
Alexei Danichev/Kremlin via REUTERS

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ექსპორტისა და გარიგებების შეჩერებით ემუქრება. ეს კრემლის ყველაზე მკაცრი პასუხია შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებზე.

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს პროდუქციისა და ნედლეულის ექსპორტს ადამიანებსა და სუბიექტებზე, რომლებიც რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიებში არიან. მსგავსი სიის შესადგენად პუტინმა მთავრობას 10 დღიანი ვადა მისცა. 

განკარგულება მოსკოვს ანიჭებს ძალას, შეიტანოს ქაოსი ბაზრებზე, რადგან მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეაჩეროს ექსპორტი ან გააუქმოს კონტრაქტები სანქცირებულ სუბიექტებთან ან ფიზიკურ პირებთან.

განკარგულება ადგენს “სპეციალურ საპასუხო ეკონომიკურ ზომებს გარკვეული უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით”.