LIVE

ინდონეზიაში გასულ თვეს მწვავე ჰეპატიტით სამი ბავშვი გარდაიცვალა

02 მაი 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 582
ინდონეზიაში გასულ თვეს მწვავე ჰეპატიტით სამი ბავშვი გარდაიცვალა
Cavallini James/Universal Images Group/Getty Images

ინდონეზიაში გასულ თვეს მწვავე ჰეპატიტით სამი ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. ამით გლობალურად ბავშვებში გავრცელებული ღვიძლის იდუმალი დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი მინიმუმ ოთხამდე გაიზარდა. 

ბავშვებს, რომლებიც ჯაკარტას საავადმყოფოში გადაიყვანეს, აღენიშნებოდათ გულისრევა, მძიმე დიარეა, ცხელება, სიყვითლე, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა. ინდონეზიის ჯანდაცვის უწყება მოუწოდებს მშობლებს, მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მიმართონ ჯანდაცვის სპეციალისტებს. 

სამინისტრო ცდილობს დაავადების გამომწვევი მიზეზი დაადგინოს და ამ მიზნით, გამოსცა ცირკულარი ეროვნული მეთვალყურეობის გაძლიერებაზე.

სინგაპურმა ასევე დაადასტურა 10 თვის ბავშვში მწვავე ჰეპატიტის შემთხვევა და იკვლევს არის თუ არა ის მსოფლიოში აღმოჩენილი სხვა შემთხვევების მსგავსი.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) თანახმად, მწვავე ჰეპატიტით სულ მცირე ერთი ბავშვი გარდაიცვალა და ათზე მეტ დაავადებულს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა. 

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, მკვლევრები იკვლევენ ადენოვირუსების სახელით ცნობილ პათოგენების ოჯახს, რაც იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის გაციებას.

დაავადებული ბავშვების ასაკი ერთი თვიდან 16 წლამდე მერყეობს. მათგან ბევრი 10 წელზე ნაკლები ასაკისაა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იუდიტ ჰო