
Gazprom-ის ბუნებრივი აირის ყოველდღიური გაყიდვები ძირითად უცხოურ ბაზრებზე აპრილში ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. მომხმარებლებმა ზომიერი ამინდისა და LNG-ის ტალღის ფონზე უფრო იაფ, ადგილობრივი გაცვლის ბაზარს მიანიჭეს უპირატესობა.
Gazprom-ის ექსპორტმა გასულ თვეში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მიღმა დღეში საშუალოდ 387 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც მარტის შედეგზე 22%-ით ნაკლებია. ასევე, წლის პირველ ოთხ თვეში გაგზავნილი 50,1 მილიარდი კუბური მეტრი თითქმის 27%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
კომპანია არ გასცემს ექსპორტის დეტალურ მონაცემებს ქვეყნების მიხედვით, რაც თურქეთსა და ევროპის უმეტეს ნაწილში ნაკადების შეფასებას ართულებს. თუმცა, რუსეთის დღიური მიწოდება ევროპული ქვეყნების საზღვრებისკენ 1-26 აპრილის პერიოდში საშუალოდ 298 მილიონი კუბური მეტრი იყო, რაც თითქმის 18%-ით ნაკლებია მარტის საშუალო დღიურ ნაკადებთან შედარებით.
მიწოდების ვარდნა სხვა ფაქტორებთან ერთად გაზაფხულზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. ამასთან, მარაგების შევსება უკვე დაიწყო, რაც ბაზარზე შფოთებს ანეიტრალებს.
Bloomberg-ის თანახმად, გაზპრომის დღიური წარმოება აპრილში საშუალოდ 1,347 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 8,5%-ით ნაკლებია. 2022 წლის დასაწყისიდან კომპანიამ 175,4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც 2,5%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია