LIVE

Bloomberg - რუსეთი დეფოლტის თავიდან ასაცილებლად დოლარის რეზერვს იყენებს

30 აპრ 202213:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 923
Bloomberg - რუსეთი დეფოლტის თავიდან ასაცილებლად დოლარის რეზერვს იყენებს
Yuri Kochetkov/EPA-EFE/Shutterstock

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთმა მოძებნა მოსალოდნელი სუვერენული დეფოლტის თავიდან აცილების გზა. კრემლი უცხოური ობლიგაციების გადასახდელად დოლარის რეზერვებს იყენებს.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თანხა გადაურიცხა Citibank-ს ლონდონის ფილიალში. თანხამ შეადგინა $564,8 მილიონი 2022 წლის ევროობლიგაციაზე და $84,4 მილიონი 2042 წლის ობლიგაციებზე.

შეერთებული შტატები უშვებს თანხების გადარიცხვას. ამ გზით ვაშინგტონი ცდილობს, სრულად გამოაცალოს დოლარის რეზერვები რუსეთს და შეარყიოს მისი შესაძლებლობა, დააფინანსოს უკრაინაში ომი.

რუსეთმა გამოიყენა არასანქცირებული ბანკი, Dom.RF, რათა განეხორციელებინა გადახდები ევროობლიგაციებზე დოლარის რეზერვების გამოყენებით. ამის შემდეგ Dom.RF-მა თანხები გადაურიცხა Bank of New York Mellon-ს, ობლიგაციების საკორესპოდენტო ბანკს. მას შემდეგ, რაც BNY Mellon-მა მიიღო შესაბამისი გარანტიები მარეგულირებლებისგან, გადაუგზავნა გადახდა Citigroup-ს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ Citigroup-მა დაამუშავოს გადახდა, სანამ არ მიიღებს ნებართვას როგორც აშშ-ის, ასევე დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლებისგან.

რუსეთი აქამდე ცდილობდა გადახდას რუბლებში მას შემდეგ, რაც მისმა საკორესპოდენტო ბანკმა შეაჩერა დოლარის გადარიცხვები. ამით დაირღვა დავალიანების პირობები და დაწესდა 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი, რომელიც 4 მაისს მთავრდება. ამის შემდეგ კი შესაძლებელია დეფოლტის გამოცხადება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია