
ჯეფ ბეზოსმა $13 მილიარდის ქონება დაკარგა მას შემდეგ, რაც Amazon-ის შედეგებმა ინვესტორებში იმედგაცრუება გამოიწვია.
ელექტრონული კომერციის კომპანიის აქციები 29 აპრილს ნიუ-იორკში 8%-ზე მეტით დაეცა, რადგან კომპანიამ კვარტალური ზარალი და 2001 წლის შემდეგ გაყიდვების ყველაზე ნელი ზრდა დააფიქსირა.
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ბეზოზის ქონება ახლა $169 მილიარდს შეადგენს.
Amazon-ი ებრძვის გაზრდილ დანახარჯებს კადრებზე პანდემიის დროს დაქირავებულთა რაოდენობისა და ინფლაციის ზრდის შემდეგ, რამაც შეიძლება გაყიდვები შეანელოს.
კომპანიამ გამოაცხადა $3,8 მილიარდის წმინდა ზარალი პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიური პერიოდის $8,1 მილიარდიან მოგებასთან შედარებით.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სესილი ვანუჩი