LIVE

რუსეთი პოლონეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს

26 აპრ 202223:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 921
რუსეთი პოლონეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს

რუსეთი 27 აპრილს პოლონეთისთვის გაზის მიწოდებას შეაჩერებს. გადაწყვეტილება ენერგომომარაგებისა და უკრაინის ომის გამო დაპირისპირებას უკავშირდება.

როგორც ჩანს, მოსკოვი იწყებს დანაპირების შესრულებას - შეწყვიტოს გაზის მიწოდება ქვეყნებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნის შესრულებაზე, გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ.

„გაზპრომმა“ განაცხადა, რომ პოლონეთს დღეს დღის ბოლომდე აქვს რუბლში გადახდის ბოლო ვადა.

“შემიძლია დავადასტურო, რომ მივიღეთ ასეთი მუქარები “გაზპრომისგან”, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად, დაკავშირებულია გადახდის საშუალებებთან. პოლონეთი იცავს შეთანხმებებს და შესაძლოა, რუსეთი შეეცდოს პოლონეთის დასჯას”,- განუცხადა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ჟურნალისტებს. 

ევროკავშირში რუსული გაზის სანაცვლოდ რუბლში გადახდის მოთხოვნას სანქციების დარღვევას უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ პირობა არსებითად გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს. 

გაზის საფასურის რუბლში გადახდა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, 1-ლი აპრილიდან გაზის მიწოდებას შეწყვეტდა, თუმცა პუტინს მუქარა არ შეუსრულებია. მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. პუტინის პირობას დათანხმდა და რუბლში გადახდა დაიწყო სომხეთმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მაციეი ონოსკო და მაციე მარტევიჩი