LIVE

ნავთობის ფასი ბარელზე $98-ს ჩამოსცდა

25 აპრ 202215:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 684
ნავთობის ფასი ბარელზე $98-ს ჩამოსცდა

ნავთობის ფასი კვირის დასაწყისში ჩინეთში Covid-19-ის გავრცელების გამო დაეცა. ქვეყანაში ვირუსის ხელახალი გავრცელება გლობალურ მოთხოვნაზე აისახება.

აქციებისა და სხვა ნედლეულის ვარდნის ფონზე, West Texas Intermediate-ის ფიუჩერსების თითქმის 5%-ით შემცირდა და ბარელი $98-ზე დაბლა ივაჭრებოდა. პეკინის უპრეცედენტო ჩაკეტვისა და შანხაის რეკორდული სიკვდილიანობის ფონზე, მსოფლიოს უმსხვილესი ნედლი ნავთობის იმპორტიორი ნავთობზე მოთხოვნის ყველაზე უარესი შოკისკენ მიემართება.

ჩინეთის Covid-19-თან დაკავშირებული პრობლემები კიდევ ერთ არასტაბილურობის წყაროს მატებს ნავთობის უკვე მერყევ ბაზარს, რომელზეც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად იმოქმედა. ომმა ხელი შეუწყო ინფლაციის ზრდას მაშინ, როცა ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეზღუდვებს განიხილავს.

ჩინეთი ლოკდაუნებს რამდენიმე ქალაქში განიხილავს, რადგან ქვეყანა ისევ Covid Zero პოლიტიკას ატარებს.

ამასთან, ბაზარი მზად არის მიწოდების გაზრდისთვის, რაც პესიმისტურ განწყობებს ემატება. მოსალოდნელია, რომ ლიბია ჩაკეტილ საბადოებზე წარმოებას მომდევნო დღეებში განაახლებს. რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე CPC-ის ნავთობის ტერმინალმა რეგულარული ფუნქციონირება მას შემდეგ განაახლა, რაც ქარიშხლის შედეგად მიყენებული დაზიანება ნაწილობრივ გარემონტდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელიზაბეტ ლოუ