LIVE

რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, EU მოქალაქეებს ენერგიის მოხმარების შემცირებას სთხოვს

22 აპრ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 949
რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, EU მოქალაქეებს ენერგიის მოხმარების შემცირებას სთხოვს

ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს, კონტინენტის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. 

"ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან" (IEA) თანამშრომლობის ფარგლებში ბლოკმა გამოკვეთა ცხრა ნაბიჯი, რომლებიც მომხმარებლებმა შეიძლება გადადგან. მათ შორისაა გათბობის გამოყენების შემცირება, მანქანის სიჩქარის შემცირება და დისტანციური მუშაობა.

"ჩვენ პირველი მსოფლიო ენერგიის კრიზისის წინაშე ვართ",- განაცხადა IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფეის ბიროლმა.

ევროპის მთავრობებმა უკვე განიხილეს ნაციონალურ დონეზე მისაღები ზომები, რათა მოხდეს რუსული ენერგიის მიღმა დივერსიფიკაცია.

დანაზოგი შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს და ყოველ წელს პოტენციურად ბუნებრივი აირის 17 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინოს, ხოლო ნავთობისთვის 220 მილიონი ბარელი. ანგარიშის მიხედვით, შინამეურნეობებს ყოველწლიურად ენერგიაზე საშუალოდ $491-ის დაზოგვა შეუძლიათ.

თუმცა, თუ მოხმარების ეფექტურობის ზომები მიღებული არ იქნება, ბიროლის განცხადებით, შედეგები შესაძლოა მტკივნეული აღმოჩნდეს და კომუნალური კომპანიები იძულებული გახდნენ მომხმარებლებისთვის მიწოდება შეზღუდონ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გრანტ სმიტი