LIVE

თურქეთმა გაზის საფასურის დასაფარად $400 მლნ ისესხა

21 აპრ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 550
თურქეთმა გაზის საფასურის დასაფარად $400 მლნ ისესხა

თურქეთის მილსადენის სახელმწიფო ოპერატორმა ბუნებრივი აირის გადასახადების დასაფარად $400 მილიონის სესხი აიღო. ამავე დროს იგი უახლოვდება Deutsche Bank-თან საწვავის შესყიდვის დასაფინანსებლად გარიგებას. 

საკითხში გარკვეული პირების თქმით, კონფიდენციალური გარიგებით, Boru Hatlari ile Petrol Tasima-მა, რომელიც ცნობილია როგორც Botas, ორი ადგილობრივი ბანკისგან მოკლევადიანი სესხი უზრუნველყო. 

ანკარაში მდებარე კომპანია ცდილობს ენერგიის ფასების ზრდისა და ლირის კოლაფსის შემდეგ გაზის იმპორტის სოლიდური თანხის გადასახდელად თანხა იშოვოს.

Botas-მა მიმდინარე თვის დასაწყისში გაზარდა ფასი გაზზე, რომელიც ძირითადად მთავრობის მიერაა სუბსიდირებული. ეს არაპოპულარული ნაბიჯია იმ დროს, როდესაც ხელისუფლება 2023 წლის გადამწყვეტ არჩევნებამდე რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის შეკავებას ცდილობს. 

ამასთან, Botas და Deutsche Bank იმყოფებიან 1 მილიარდი ევროს შესახებ გარიგების ფინალურ ეტაპებზე, იმისათვის, რომ ამერიკელი მწარმოებლებისა და ევროპელი მოვაჭრეებისგან თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინონ. 

ეს ტრანზაქცია იქნება კომპანიის პირველი სესხი LNG-ის იმპორტისთვის, რაც გზას გაუხსნის მსგავს გარიგებებს და Botas-ს საშუალებას მისცემს განახორციელოს მიწოდების დივერსიფიკაცია. მიმწოდებლებში ამჟამად რუსეთი და ირანი დომინირებს. 

Botas-ს მძიმე დარტყმა მიაყენა გაზის გლობალურმა ფასებმა. თურქეთის ენერგეტიკული იმპორტის გადასახადი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ერკან ერსოი და ასლი კანდემირი