LIVE

Binance-ი რუსეთში სერვისებს ზღუდავს

21 აპრ 202215:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 472
Binance-ი რუსეთში სერვისებს ზღუდავს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის უახლესი სანქციების შემდეგ, მსოფლიოს უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა ქვეყანაში მომსახურებას ზღუდავს.

Binance-ი რუსი ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კრიპტო აქტივებში $10,885-ზე მეტს ფლობენ, შეთავაზებებს შეამცირებს.

რუსეთი კრიპტო ბირჟის ტოპ ხუთი გლობალური ბაზრიდან ერთ-ერთია და პლატფორმაზე 10 მილიონამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული. თუმცა, სავარაუდოდ, $10,885-ზე მეტს კრიპტო აქტივებში 50,000-ზე ნაკლები მომხმარებელი ფლობს.

მიმდინარე თვეში ევროკავშირმა მიიღო აკრძალვა, რომელიც რუსეთთან მაღალი ღირებულების კრიპტო ტრანზაქციებს კრძალავს. აკრძალვა უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილია.

ანგარიშები, რომელზეც შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ გატანის ფუნქციაზე გადავა. მათ არ მიეცემათ დეპოზიტების განთავსების ან ვაჭრობის საშუალება. Binance-ის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებსა და ქვეყანაში დაფუძნებულ ორგანიზაციებს, რომელთა ანგარიშები $10,885-ზე მეტი ღირებულების აქტივებს ფლობენ, 90 დღე ექნებათ პოზიციების დასახურად.

კომპანიის მიხედვით, ცვლილებები არ შეეხება არასანქცირებულ რუსებს, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ რუსეთში არ ცხოვრობენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენ ბარდსტეინი