LIVE

„ტენე“: 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლამ შედეგები გააუმჯობესა

20 აპრ 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 2211
„ტენე“: 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლამ შედეგები გააუმჯობესა

"ტენეს" დამფუძნებლის, ალექსანდრე ლილუაშვილის განცხადებით, 5-დან 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლით, კომპანიის შედეგები გაუმჯობესდა.

„საქართველოში გვაქვს ძალიან ცუდი აღქმა, როგორ უნდა იმართებოდეს კომპანია და თანამშრომლები. ძირითადად, ცდილობენ მაქსიმუმი გამოწურონ თანამშრომლებისაგან და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. არადა პირიქით უნდა იყოს, რაც უფრო კმაყოფილი გყავს თანამშრომელი, უფრო მეტია მისი ლოიალობა და მეტ სარგებელს იღებ, შესაბამისად კომპანიასაც უკეთესი შედეგები აქვს. ზუსტად ამ მიდგომიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლებს ჰქონოდათ უფრო მეტი თავისუფალი დრო პირადი ცხოვრებისთვის.

ჩვენთან თანამშრომელს ყოველ ორ დღეში აქვს უიკენდი, მე კი იგივე შედეგს ვიღებ და მეტსაც, რასაც 5 დღეში ვიღებდი“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ლილუაშვილმა.

კომპანია „ტენე“, რომელიც მეორადი პლასტმასისგან, კერძოდ ბოთლის სახურავებისგან, USB კაბელებს ამზადებს, 4 დღიან სამუშაო დღეზე გასული წლის ოქტომბერში გადავიდა.